ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

“ქართული ოცნების” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი – ალექსანდრე მოწერელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ ახალგაზრდებს შეხვდა.
კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა.

ასევე, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა, როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

“დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან ახალგაზრდებს შევხვდი, ასევე, ერთად ვიმყოფებოდით მონასტრის ეზოში რთველში.

ვისაუბრეთ ღვინის კულტურაზე, რთველის ტრადიციის შესახებ, ღვინის დეგუსტაციაშიც ერთად მივიღეთ მონაწილეობა. გავაცანი ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ამ დარგის განვითარებისთვის არის მიმართული. მევენახეობა და მეღვინეობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ნაწილია, არამედ ეროვნული თვითმყოფადობისა და ისტორიის ცოცხალი გაგრძელებაა. სანამ ჩვენ გავუფრთხილდებით, გვეყვარება და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს, სანამ ახალგაზრდები გააგრძელებენ მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართვას, მანამდე ჩვენს ისტორიასა და ჩვენს ხალხს აუცილებლად ექნება საკუთარი მომავალი.

ჩვენ მზად ვართ, ახალგაზრდებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაშიც დავეხმაროთ და ინტერესიც გავუღვიძოთ, რომ პატიოსანი შრომა, ვაზის მოვლა, ღვინის წარმოება არამარტო კარგი და ეკონომიკურად შემოსავლიანია, არამედ ეს არის სახალისო, საინტერესო და ღირსეული საქმიანობა”, – აღნიშნა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები