“ეს სახლი ჩემი საკუთრებაა” – თენგიზ ზენაიშვილი „ტვ პირველს” სიცრუეში ამხელს
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა” თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!”,- ამ სიტყვებით ეხმაურება მოქალაქე, თენგიზ ზენაიშვილი „ტვ პირველზე” გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სახლი, რომელიც სატელევიზიო ეთერში აჩვენეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკს ეკუთვნის.
თენგიზ ზენაიშვილის მტკიცებით, სატელევიზიო ეთერში ნაჩვენები სახლი მას ეკუთვნის და გია ვოლსკის არ იცნობს.
„ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს? დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია და მეტი არავის! ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერაა ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს”, – აღნიშნავს თენგიზ ზენაიშვილი და სახლის ფოტოებს ასაჯაროებს.