„მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა ისარგებლა სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკით”

  მიუხედავად არსებული რესურსისა, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3% სარგებლობს სიმსივნური დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა ისარგებლა ამ რესურსით. ეს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეს აუხსნის გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობას. საქართველოში, სამწუხაროდ, 70%-ის დიაგნოსტიკა მე-3 და მე-4 სტადიაზე ხდება”, – განაცხადა სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კიბო ფატალური დაავადება არ არის და მისი ადრეულ სტადიაზე განკურნება შესაძლებელია. მინისტრის განცხადებით, ონკოლოგია, სპეციალისტების კვალიფიციურობისა და ტექნოლოგიის გარდა, სწორად ორგანიზებასაც საჭიროებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობაში პროცენტულად წამყვანი არ არის, ონკოლოგია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება ერთმნიშვნელოვნად მცდარად ფატალურად განიხილება”, – აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მისივე თქმით, საქართველოში ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მხოლოდ 5%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები