მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, საქართველოში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) შესაბამისად, ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნული დირექტივა, „დაკვირვებითი“ და „ოპერატიული“ მონიტორინგის გარდა, ეკოლოგიური და ქიმიური სტატუსების დაზუსტების მიზნით, „გამოძიებით“ მონიტორინგსაც ითვალისწინებს, რომელიც, ძირითადად, მონაცემების ნაკლებობის შემთხვევაში გამოიყენება.
ამ მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის მიერ, მდინარე იორზე კვლევის წერტილები შეირჩა, სადაც, კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებით დასაქმებულ ობიექტებზე, სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები განახორციელეს.
„გამოძიებითი“ მონიტორინგი, პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ (EUWI+ 4EaP) ფარგლებში, ავსტრიის გარემოს სააგენტოს (Umweltbundesamt) და საფრანგეთის წყლის საერთაშორისო ოფისის (International Office of Water / Office International de l’Eau) მხარდაჭერით ხორციელდება.