“წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეების განმავლობაში უფრო მეტი რისკია პოლარიზაციის მომატების”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან.
“ჩვენ ვერ მივესალმებით ძალადობის ვერცერთ ფაქტსა და გამოვლინებას ვერც ოპოზიციისა და ვერც მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. ამ მიმართულებითაც ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მმართველი პარტიის მხრიდან იყო არაერთი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნებისმიერი სახის ქმედებებისგან, არ აყვნენ იმ პროვოკაციას, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეების განმავლობაში უფრო მეტი რისკია პოლარიზაციის მომატების და, ამ თვალსაზრისით, მოვუწოდებდით ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.