ირაკლი მეზურნიშვილი: მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით (ვიდეო)

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, არის უკვე, მაგრამ რამდენიმე წელი გვრჩება, რომ საბოლოო წერტილი დავუსვათ და C ჰეპატიტი დამარცხდება საქართველოში. ეს არის ძალიან ემოციური და კარგი ისტორია სიკვდილზე გამარჯვების”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფილმ „ოცნება სიცოცხლისთვის“ ავტორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, C ჰეპატიტი  არის ერთ-ერთი ვერაგი დაავადება მთელ მსოფლიოში, რომელიც ვერცერთმა ქვეყანამ ასეთი პროგრამით ვერ დაამარცხა.

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, არის უკვე, მაგრამ რამდენიმე წელი გვრჩება, რომ საბოლოო წერტილი დავუსვათ და C ჰეპატიტი დამარცხდება საქართველოში. ეს არის ძალიან ემოციური და კარგი ისტორია სიკვდილზე გამარჯვების. ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა იქედან, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გადმოგვეცა. ვერანაირი სტატისტიკა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც თითოეული გადარჩენილი ადამიანი გძნობს. 70 ათასი ადამიანი, დედა, მამა, ოჯახი, სიყვარული, შვილები, ემოცია გადარჩა. დამაინტერესა, როგორ განხორციელდა ეს პროექტი და როგორ და როგორ შეჩერდა მთელ მსოფლიოში საქართველოზე არჩევანი. წარმოიდგინეთ, 5 მილიარდი დოლარის პრეპარატი სრულიად უსასყიდლოდ მიიღო საქართველომ, რომელმაც მართლაც კარები ჩაუკეტა გენოციდს. როდესაც ის ისტორიული მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც სოზარ სუბარი და არჩილ თალაკვაძე წარდგნენ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინაშე და მაშინ მხოლოდ ერთ სეგმენტზე იყო წარმოდგენილი პროგრამა და ეს ციხეებს ეხებოდა მხოლოდ, რადგან წინა ხელისუფლების დროს განსაკუთრებით ციხეებში იგრძნობოდა ეს პრობლემა გამოკვეთილად, თუმცა, არც გარეთ იყო უკეთესი მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრის ისტორიული დავალებაში, რომელიც მიეცა გუნდს, ვფიქრობ, ზებუნებრივი დევს მასში რაღაც, რადგან არცერთს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ განხორციელდებოდა ეს პროექტი. ვფიქრობ, ამან დამატებითი სტიმული შემატა მთელ გუნდს და სასწაული მოხდა, მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ შევძელით C ჰეპატიტის დამარცხება“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები