ლოჭინის დასახლებაში სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარეს

თბილისში, სამგორის რაიონში, კერძოდ, ლოჭინის დასახლებაში სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების დასკვნით ეტაპს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გაეცნო.

ლოჭინის დასახლებაში, კორპუსი N1-ის მიმდებარედ 450 კვ.მ ფართობის სტადიონი რეაბილიტირდა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟდება ტრენაჟორები და გარე განათების სისტემა, ასევე, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. მოეწყობა სპორტულ მოედანთან მისასვლელი გზაც. აღნიშნული სამუშაოები უახლოეს დროში დასრულდება.

სპორტული მოედნის მოსაწყობად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 54 250 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „პარმა“-მ შეასრულა.

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 11 სპორტული მოედანი მოაწყო, 5 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები