ბორბალოს N19-ში ავარიული სახლი კაპიტალურად გაამაგრეს

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბორბალოს ქ. N19-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდა. ასევე, სეისმური სარტყელი მოეწყო.

სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა და მისი ღირებულება 100 463 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები