ამირან გამყრელიძე: ჩვენი გათვლით, ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში პიკში შევალთ

“ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში პიკში შევალთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც – დამშვიდებას. შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება. ნახეთ, რომ, გუშინდელთან შედარებით, დაახლოებით 200-ით არის მომატებული. ეს ზრდა ჯერ გაგრძელდება. ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ, დაახლოებით, ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები