ბერდია სიჭინავა: 26 თებერვლიდან დღემდე კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 24 562-ს, სულ გვაქვს გარდაცვალების 183 შემთხვევა

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით არსებულ სტატისტიკაზე.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 24 562-ს. ბოლო 24 საათში გვყავს 350 გამოჯანმრთელებული, ხოლო გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა შეადგენს 9 751-ს.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს 5 გარდაცვლილი, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 183 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 759 შემთხვევიდან თბილისში არის 686 შემთხვევა, აჭარაში – 487, იმერეთში – 356, ქვემო ქართლში – 36, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 17, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 69, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 421. 3 234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 577, აჭარაში – 641. მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 82 პირი – მათ შორის, თბილისში – 53, აჭარაში – 12.

2 025 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 110 – აჭარაში, ხოლო 676 – თბილისში. 9 162 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 836, აჭარაში-2 205.
სულ 6-22 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 7 583 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი, საიდანაც თბილისში არის – 3 243, აჭარაში – 10 852, იმერეთში – 3 521.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 23 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები