ბერდია სიჭინავა: 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 22 803-ს შეადგენს

“დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 178 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 584, აჭარაში – 646.

მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12.

1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 144 – აჭარაში, ხოლო 555 – თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 939, აჭარაში – 2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 7 285 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში – 9 254, იმერეთში – 3 479.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები