სახელმწიფო საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 97 ათასზე მეტ ფერმერს დაეხმარება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი წარადგინა. მინისტრმა პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს გააცნო. საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით დახმარება 97 579 ფერმერს გაეწევა. პროექტი თებერვლიდან დაიწყება და მისი ღირებულება დაახლოებით 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.