როგორი იქნება სკვერი, რომელიც ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მოეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ახორციელებს. კიდევ ერთი პროექტი ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში დაიგეგმა; ახალი სკვერის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად წარუდგინა.

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N21-23-25 კორპუსების მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოწყობა; ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა; ასევე, ფიტნეს ზონები, დასასვენებელი პავილიონი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდება; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება; აღნიშნულ ტერიტორიაზე ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედნის გარშემო სარბენი ბილიკი მოეწყობა;

გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება, დაირგვება სხვადასხვა დეკორატიული მცენარე და ხეები; ტერიტორიის ნაწილზე კი, ფერადი მულჩის შეტანა მოხდება; მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.

პროექტის ღირებულება 757 350 ლარია და ის სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოები 2021 წელს შესრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები