ეკატერინე ტიკარაძე: არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს

“არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, 4392 საწოლია მობილიზებული.

„რაც შეეხება კოვიდ მიმღებ ცენტრებს, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში. დღეის მდგომარეობით, გვაქვს 4392 საწოლი მობილიზებული. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ჩვენი მხრიდან, კერძოდ, თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში, შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება 3 კლინიკა, იმერეთის რეგიონში ასევე 3, კერძოდ ქუთაისში 2. აქედან გამომდინარე არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს. იცით, რომ ასევე სასტუმროების სივრცეს ვიყენებთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები