საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9003.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 172-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები