რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, აშშ მოლდოვაში “ფერად რევოლუციას” ამზადებს

“აშშ მოლდოვისთვის, სადაც სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, “რევოლუციურ” სცენარს ამზადებს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა.

“მკაფიოდ ვხედავთ, რომ ამერიკელები რევოლუციურ სცენარს მოლდოვისთვისაც ამზადებენ, სადაც ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მათ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, იგორ დოდონი არ აწყობთ, რომელიც დსთ-ის ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ინარჩუნებს”, – თქვა მან.

ნარიშკინის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კიშინიოვში მდებარე საელჩოს დაავალა, მოლდოვის ოპოზიცია პროტესტებზე წააქეზოს, თუ დოდონის ხელახალი არჩევა მოხდა.

მისივე თქმით, რუსულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება მოლდოვაში “ფერადი რევოლუციების” საკითხებში ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფის ჩასვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები