ბანკების ზარალმა 252 მილიონ ლარს მიაღწია

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა, ჯამურად, 252 მილიონი ლარით იზარალეს.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, სექტემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა, შედეგად, წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს შეადგენდა, სექტემბერში 252 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი, კრიზისის მიუხედავად, 100 მილიონ ლარზე ნაკლები ზარალით ან სულაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულოს.

როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც, მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს. ცნობისთვის, წელს ბანკებმა 456 მლნ ღირებულების ქონება დაისაკუთრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები