ნათია თურნავამ რეგულარული რეისების განახლების დეტალები განმარტა
“გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად კი – ევროპული.
„ტრადიციული მიმართულებები, როგორებიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართილებებს, გაზარდონ სიხშირეები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი – ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდე ასრულებდნენ რეისებს, დაიწყონ რეგულარული ფრენები. რაც შეეხება უფრო მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში და როდიდან, ეს დიდად დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას რთული პერიოდი უდგას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.