პარიზში მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, ქვეყნიდან 231 ექსტრემისტის გაძევება იგეგმება

საფრანგეთის მთავრობა, 16 ოქტომბერს პარიზთან ლიცეუმის პედაგოგის მოკვლის შემდეგ, ქვეყნიდან 231 სავარაუდო ექსტრემისტის გაძევებას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა შესაბამისი განკარგულება ადგილობრივ ხელისუფლებას გაუგზავნა.

მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, 180 მათგანი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, დანარჩენების დაკავება უახლოეს დღეებში იგეგმება.

16 ოქტომბერს მოკლული 47 წლის სამუელ პატი კოლეჯში ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობდა. სიტყვის თავისუფლებას მიძღვნილ გაკვეთილზე მან მოსწავლეებს მუჰამად წინასწარმეტყველის კარიკატურები უჩვენა, რომლებიც Charlie Hebdo-ზე გამოქვეყნდა.

16 ოქტომბერს პატის მეტროში “ალაჰ აკბარ!” შეძახილით ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაესხა და თავი მოკვეთა.

თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა, ის მოსკოვში დაბადებული, 18 წლის ჩეჩენი აბდულა ა., არის, რომელმაც რუსეთი ოჯახთან ერთად 2008 წელს დატოვა და საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს “ისლამისტური ტერაქტი” უწოდა.

18 ოქტომბერს აბდულა ა.,-ს სავარაუდო 11 თანამზრახველი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები