საავიაციო ტვირთების მოცულობა 25%-ით შემცირდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სამ კვარტალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 13 811 ტონა შეადგინა, რაც 4 696 ტონით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. შესაბამისად, გადაზიდული ტვირთების მოცულობა 25 %-ით არის შემცირებული.
კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული მგზავრთნაკადი. საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 777 ათას 53 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 4 მლნ 139 ათას 955 მგზავრს, შესაბამისად, კლება 81,23%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი კლება 80,22%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები