საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა 1 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 184.0 ლარი შადგინა.
აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 1.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.9 ლარს შეადგენს. 2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 308.6 ლარზე დაფიქსირდა.
ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანხა 162.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი ოჯახისთვის – 260.7 ლარით, სამსულიანისთვის – 293.3 ლარით, ოთხსულიანისთვის – 325.9 ლარი, ხუთსულიანისთვის – 366.6 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 433.4 ლარი. საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები