საქართველოში ჩინეთიდან წამოსული კონტეინერების ტრანზიტი მცირდება

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვები მცირდება. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 6 თვეში, მიუხედავად, გლობალურად საკონტეინერო ნაკადის ზრდისა (ჯამში გადაიზიდა 450 200 ერთეული), საქართველოზე გამავალი დერეფანში საკონტეინერო ნაკადი მცირდება და მხოლოდ 3 200 ერთეულს (0.7% ) შეადგენს.
როგორც კვლევის ცენტრში აცხადებენ ნათელია,რომსაქართველოზე გამავალი დერეფანი, ალტერნატიულ დრეფნებთან შედარებით ნაკლებად კონკრენტუნარიანია. შესაბამისად ორგანიზაციაში მიაჩნიათ,რომ სატრანსპორტო ბაზარზე მიმდინარე გლობალური ტენდენციების პარალელურად, აუცილებელია საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შეიმუშაოს და დანერგოს საკონტეინერო გადაზიდვების ერთიანი ოპერატორის ჩანაცვლების შესაძლებლობა.
„ამ შემთხვევაში ტვირთმფლბელს აღარ მოუწევს ცალ-ცალკე ხელშეკრულების გაფორმება საზღვაო, სარკინიგზო გადამზიდავებთან და მხოლოდ ერთი ოპერატორი იქნება პასუხისმგებელი ტვირთის მოზიდვასა და გადაზიდვაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ოპერატორი ფინანსურად ძლიერი იყოს“, – აცხადებენ სატრანდპორტო დერეფნის კვლევით ცენტრში.
მათივე ინფორმაციით,2020 წლის 8 თვეში საკონტეინერო ნაკადი ( სარკინიგზო ტრანსპორტით) ჩინეთიდან ევროპის და უკუ მიმართულებით 42% არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები