ლარი დოლართან მიმართებით 0.004 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.004 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2249 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2209 ღირდა.
0.0162 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7806 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7968 იყო.