“აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ნებისმიერი რამ, რაც საზღვარს ეხება, გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად”

“აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება,  არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად.

„რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას – აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას,  არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები