სექტემბერში ტურიზმი 93.6%-ით შემცირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.
სექტემბერში ყველაზე მეტი -18,540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი სექტემბერში ყაზბეგისა და სარფის საზღვრიდან შემოვიდა.
რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ქვეყანაში ვიზიტორების 88% სახმელეთო გზით, 10% კი საჰაერო გზით შემოვიდა. რაც შეეხება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს, მოცემული ტრანსპორტებით ქვეყანას ვიზიტორთა მხოლოდ 2% ეწვია.