ენგურჰესის რეაბილიტაცია 15 თებერვალს დაიწყება და 48 მლნ ევრო დაჯდება

ენგურჰესის რეაბილიტაცია 48 მლნ ევრო დაჯდება და 15 თებერვალს დაიწყება. როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ მებონია აცხადებს, პროექტს მთლიანად EBRD-ი დააფინანსებს.
„ახლა წყალსაცავიდან ლამის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია ელექტრო და ჰიდრომექანიკური ტექნიკის რეაბილიტაცია, ასევე, ენგურის ხიდიდან ჰიდროელექტროსადგურამდე სამანქანო გზის რეაბილიტაცია. მეოთხე საფეხური კი გვირაბის სარემონტო სამუშაოებია. ოთხივე საფეხური, ჯამურად, დაახლოებით, 48 მლნ ევრო ჯდება”, – განუმარტა ლევან მებონიამ „ბიზნსპარტნიორს“. სამუშაოები სამთვე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება და მაისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები