ამირან გამყრელიძე: ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის – დედაქალაქი, სადაც დღეს კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

“დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის – დედაქალაქი, სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი, აჭარაში თანდათან არის ნიშნები სტაბილიზაციისკენ.

„დღევანდელი დილით, 680 შემთხვევიდან 189 არის აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28 პროცენტი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად 65-დან 70% პროცენტი ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ. დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის – დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების. ასევე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, რომელიც, ძირითადად, ქუთაისის ხარჯზეა. 150 იყო, ანუ 22 პროცენტი საერთო ინფიცირების. გვაქვს კახეთი ორი, მცხეთა-მთიანეთი ცხრა, სამეგრელო-ზემო სვანეთი სამი, სამცხე-ჯავახეთი ერთი, ქვემო ქართლი 11, შიდა ქართლი 12“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები