“ComCom დაიჯესტი კომუნიკაციების კომისიის აგვისტოს თვის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა”
კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასა და სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს ახალ პროდუქტს სთავაზობს. „ComCom დაიჯესტი“ საუკეთესო საშუალებაა კომუნიკაციების კომისიის გასული თვის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.
კომუნიკაციის კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ComCom დაიჯესტში“ თავმოყრილია ტელეკომ სფეროს ტენდენციების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს არის პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ერთ დაიჯესტში, მისთვის მოსახერხებელი ფორმით, მოკლედ, მაგრამ ამომწურავად გაეცნოს გასული თვის პერიოდში კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას.
კომუნიკაციების კომისია გარდა ყოველთვიური დაიჯესტისა, საზოგადოებას კვარტლის შემაჯამებელ „ComCom დაიჯესტს“ წარუდგენს.