გიორგი ვოლსკი: პირველად ვხედავ პოლიტიკოსებს, რომლებიც მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს”,-ამის შესახებ ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, მათ შორის, არც პროკურატურას, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით საკითხის განხილვა და შესწავლა გადადონ, განსაკუთრებით, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა.

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისაგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის თავს და უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს და არა კონკრეტული რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ. ეს არის სამწუხარო ამბავი და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები