საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი რუსეთია, აზერბაიჯანი მეორეა

2020 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა – 250 ,8 ათასი ტონა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 31,1%-ია.

შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) – 159,3 ათასი ტონა (19,7%), რუმინეთი – 152,9ათასი ტონა (18,9%), ბულგარეთი – 82,7 ათასი ტონა (10,3%); და სხვ.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 388 ათასი ტონა, რაც 15,4 ათასი ტონით, ანუ 3,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (403,4 ათასი ტონა) შედარებით. იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 151,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39%-ია. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 96,9 ათასი ტონა (25%), ბულგარეთი – 62,3 ათასი ტონა (16,1%); ყაზახეთი – 26,8 ათასი ტონა (6,9%) და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, რაც 43,4 ათასი ტონით, ანუ 11,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (376,0 ათასი ტონა) შედარებით. აქედან, იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს; რუსეთი – 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი – 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი – 55,9 ათასი ტონა (13,3%) და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები