რუსეთმა ქვეყნიდან ორი ბულგარელი დიპლომატი გააძევა

რუსეთი ქვეყნიდან ორ ბულგარელ დიპლომატს საპასუხო ზომის სახით აძევებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც, წელს უკვე მეორედ, სოფია ჯაშუშობაში რუს დიპლომატებს ამხელს.

რუსი დიპლომატების ,,ნონ-გრატად,, გამოცხადება უკანასკნელად 23 სექტემბერს მოხდა.

ბულგარეთის პროკურატურა მათ ბრალად ქვეყნის არმიის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას უყენებს, რათა შემდგომ მასალები რუსეთის დაზვერვისთვის გადაეცათ.

პროკურატურის ინფორმაციით, წინასასამართლო გამოძიებამ აჩვენა, რომ დიპლომატები 2016 წლიდან აგროვებდნენ ინფორმაციას “ბულგარეთის არმიის მოდერნიზების, ასევე, სამხედრო ტექნიკის აღჭურვის შესახებ ინფორმაციას”. ამისთვის ისინი კონტაქტში შედიოდნენ ბულგარეთის მოქალაქეებთან, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ ინფორმაციასთან.

სისხლის სამართლის დევნა მათი შეუხებლობის გამო იქნა შეწყვეტილი.

იანვარში პროკურატურამ მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ასევე ორი რუსი დიპლომატი ამხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები