ხორვატიაში, პარლამენტის შენობასთან სროლა მოხდა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, წმინდა მარკის მოედანზე, სადაც პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, დაუდგენელმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.
Vecernij List-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
აღინიშნება, რომ თავდამსხმელი მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც აღწერილობით დამნაშავეს ჰგავს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.