ოზურგეთის ცენტრალური უბნების ნაწილში წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალური უბნების ნაწილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი.

“ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 22 ოქტომბრიდან-27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ, სამუშაოები 7 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ოზურგეთში წყალმომარაგების მოძველებული სისტემის გამო ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც.

სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება ახლით. მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გარდა ამისა მოეწყობა წყალარინების სატუმბი სადგური.

პროექტის დასრულების შედეგად, დაახლოებით 120 ადამიანი წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები