“კოვიდზე ინფორმაცია, პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ყოველთვის იდენტურია, რომ “პაციენტი იყო ასაკოვანი და ქონდა თანმხლები დაავადებები”, – დედა მყავს სახლში ასაკოვანი და ვგრძნობ,რომ დეპრესიაშია”
ასაკოვანი ადამიანები,რომელთაც ასაკთან ერთად აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები,ძირითადად არიან სახლში და უყურებენ ტელევიზორს,რომელიც გადაჯერებულია საინფორმაციო გადაცემებით… კოვიდზე ინფორმაცია, გარდაცვალების გაჟღერების შემთხვევაში, ყოველთვის იდენტურია”პაციენტი იყო ასაკოვანი,ქონდა თანმხლები დაავადებები”(ჰიპერტენზია,დიაბეტი,გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა,სიმსუქნე და ა.შ) თითქოს ისედაც გარდაიცვლებოდა კოვიდის გარეშეც და მერე რა მოხდაო, – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე აზრით, მსგავსი განცხადებების გაკეთებიგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
“ამას ისმენენ ეს ადამიანები და როგორი ტრავმირება ხდება მათი ფსიქიკის ასეთი სიტყვიერი იატროგენული ზემოქმედებით არ გვიფიქრია??? ან რა საჭიროა ამით თავის მართლება! სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორირებისთვის არის საჭირო კლინიკა და ინტენსიური დეპარტამენტები,სწორედ ამ კატეგორიის პაციენტების გადარჩენის და გმოჯანმრთელების სტატისტიკა მეტყველებს მედიცინის განვითარების და კლინიკების მზადყოფნის ხარისხზე!!! თორემ ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკის წარმომადგენელთა 80% არც კი ჭირდება სტაციონარული მკურნალობა თავი შეიკავეთ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან.
P.S გუშინ,პაციენტის ბებიამ,70 წლის ქალბატონმა,რომელსაც ჰიპერტონული დაავადება აქვს სევდიანი თვალებით მკითხა(როდესაც პრევენციის ზომებზე ვესაუბრებოდი) “მე თუ შემხვდა აუცილებლად მოვკვდბიო?”გული მომიკვდა. დედა მყავს სახლში ასაკოვანი და ვგრძნობ,რომ დეპრესიაშია,არადა ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,ვაკონტროლოთ წინადადებები მაინც”, – წერს პედიატრი.