ირაკლი შოთაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, ასევე, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში უწყების როლით დაინტერესდა, რაზეც სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ირაკლი შოთაძემ სტუმარს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან.

შეხვედრის დასასრულ, გენერალურმა პროკურორმა სრული მზადყოფნა გამოთქვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები