ილია მეორე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიდ გულიევი მიიღო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ბ-ნ-მა ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე, გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.
კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბ-ნ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს დასძინა: ,,სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი.“ (იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.)
ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.