ასადი: ტერორისტები იდლიბიდან ევროპაში ბრუნდებიან

“სირიის ქალაქ იდლიბში იბრძვიან ტერორისტები რუსეთიდან, ევროპიდან, არაბული ქვეყნებიდან, თურქეთიდან და ისინი უკან თურქეთის გავლით ბრუნდებიან”, – განაცხადა სირიის ლიდერმა, ბაშარ ასადმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.

“სწორედ იდლიბში არის კონცენტრირებული უცხო ქვეყნის ტერორისტთა უმრავლესობა, ამიტომ, ისინი ან თურქეთში უნდა დაბრუნდნენ იმიტომ, რომ სირიაში იქიდან მოხვდნენ, ან თურქეთის ტერიტორიის გავლით, ან უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, ან სირიაში მოკვდნენ”, – თქვა ასადმა.

მისი განმარტებით, სირიიდან უცხო ქვეყნის მებრძოლები, ძირითადად, ევროპაში ბრუნდებიან.

“ძირითადად, ევროპაში ბრუნდებიან. მათი ნაწილი რუსეთიდან, არაბული ქვეყნებიდან და მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან არის. ყველა ამ ჯიჰადისტს სირიაში ჩამოსვლა უნდოდა”, – განმარტა ბაშარ ასადმა.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები