მსოფლიო ბანკი: საქართველოს 160 ათას მოქალაქეს გაღარიბება, 400 ათასს კი შემოსავლების შემცირება ემუქრება
მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6 %-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 4 %-ით გაიზრდება.
“2020 წელს საქართველოს, დაახლოებით, 160,000 მოქალაქე შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს.
სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4%-ს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად”, – აღნიშნულია მსფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ბანკის პროგნოზის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანად რეგიონში სიღარიბე 2.2 მილიონ ადამიანს, ხოლო შემოსავლების შემცირება 6.6 მილიონს ემუქრება.