პუტინმა ყარაბაღთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

“რუსეთი მხარეებს მოუწოდებს, ყარაბაღში ცეცხლი რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რითაც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში კრემლის ლიდერი ამბობს – “ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები – ტრაგედიაა, ძალიან განვიცდით, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე, მთიანი ყარაბაღი  ის ტერიტორიებია, რომლებზეც ჩვენთვის ახლობელი ხალხი ცხოვრობს. ადამიანები იხოცებიან და მოსკოვს იმედი აქვს, რომ კონფლიქტი უახლოეს დროში შეწყდება. მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს”.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ორ მილიონამდე აზერბაიჯანელი და ორ მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს.

ასევე, მან დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის, სომხეთის წინაშე აღებული სამოკავშირეო ვალდებულებები შეასრულოს, ამასთან, განმარტა, რომ ამჟამად სომხეთის მთავრობას ამ ვალდებულებების შესრულებაზე რუსეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვს.

“ფაშინიანთან მუდმივ კავშირზე ვიმყოფები ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები