SOCAR: ბაქო-თბილისი ჯეიჰანის დაბომბვით სომხეთი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას

SOCAR- ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, იბრაჰიმ აჰმადოვის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC) ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

როგორც მან აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, ნავთობსადენის მეწილეები მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიები არიან და მისი დაზიანების მცდელობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.

როგორც აზერბაიჯანული პრესა წერს, ნავთობსადენის საფრთხე მიმდინარე წლის ივლისშიც შეექმნა, როცა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის რაიონში სამხედრო მოქმედებები წამოიწყეს.

შეგახსენებთ, რომ, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 ოქტომბერს, 21 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ევლახის რაიონში ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო იერიშის სცადეს, თუმცა, აზერბაიჯანის საპასუხო ზომებმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
გუშინვე სომხურმა მხარემ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და აზერბაიჯანი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები