აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება მოწინააღმდეგის განადგურებული ტექნიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგის განადგურებული სამხედრო ტექნიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების მონაცემით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგემ, ჯამურად, დაკარგა ცოცხალი და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რიცხვი.

განადგურებულია: 250 ერთეულამდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა; 27=-მდე საარტილერიო დანადგარი, რეაქტიული სისტემა და ტყვიამრქვევი; 60-მდე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა; სარდლობისა და სადამკვირვებლო 11 პუნქტი; საბრძოლო მასალების 8 საწყობი; 150-მდე საავტომობილო ტექნიკა; ასევე, ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ს-300.

ამას გარდა, აზერბაიჯანის ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის არმიამ ახალი პუნქტები დაიკავა და ტერიტორია მოწინააღმდეგისგან გაწმინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები