მსოფლიოში კოვიდ 19 – 24 982 667 -მა პირმა დაამარცხა.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, მსოფლიოში ვირუსი 35 806 345 პირს აქვს დადასტურებული.
დაავადებას 1 049 754 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით ლიდერთა სამეულს წარმოადგენენ აშშ, ინდოეთი და ბრაზილია.
აშშ-ში 7 501 612 დადასტურებული და 210 909 ლეტალური შემთხვევაა; ინდოეთში 6 757 131 და 104 555, ხოლო ბრაზილიაში 4 969 141 ინფიცირებული და 147 494 გარდაცვლილია.
რაც შეეხება რუსეთს – ის მეოთხე ადგილზე მოთავსდა, თუმცა, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა, დღიური მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მისი “დაწინაურება” შეიძლება, მოხდეს.
პირველ ათეულში ასევე შედიან: კოლუმბია, ესპანეთი, პერუ, არგენტინა, მექსიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.