დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს და ამბობს, რომ პაციენტი უსიმპტომო იყო.
“დადასტურდა ჩვენი ერთი შემთხვევა, რომელიც გახლდათ უსიმპტომო. დადასტურდა კვირას. ის როცა სამსახურში დადიოდა, გადამდები არ იყო. დაახლოებით, 50 თანამშრომელს, რომელიც წინა დღეებში ინფიცირებულთან კონტაქტში იყო, 48 საათში ერთხელ ტესტირება უკეთდება. ჩემი ჩათვლით ყველა გატესტილია. კორონავირუსი არცერთთან არ დადასტურებულა”, – განაცხადა გამყრელიძემ.