სოხუმი – “აფხაზეთი სირიისთვის ის ხიდი გახდება, რომელიც მას სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუხსნის”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი – ასლან ბჟანია სირიაში ე.წ.საელჩოს გახსნას მიესალმება და ე.წ. კოლეგას ამისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, საელჩოს გახსნას სირიის არაბთა რესპუბლიკაში აფხაზეთის საგარეო, პოლიტიკური საქმიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროში ბაშარ ასადს პირადად გაიცნობს.

სირიაში ე.წ.საელჩოს გახსნაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზეთი სირიისთვის ის ხიდი გახდება, რომელიც მას სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუხსნის.

თავის მხრივ, სირიაში აღინიშნა, რომ სირია აქტიურად შეუწყობს ხელს აფხაზეთის მიერ სხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში”.

გარდა ამისა, დღეს კოვემ და სირიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმებას მოაწერს ხელი, რომლის მიხედვით დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო ვალდებულება გაუქმდა.

სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა.​ დღეს კი ე.წ.საელჩო გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები