არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია

“სიმართლე და ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია, ის არის ევროპის 20 საუკეთესო სასამართლო სისტემას შორის, ეს შესაძლებელი გახდა იმ რეფორმების შედეგად, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემაში განვახორციელეთ”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებს მმართველი გუნდი ყოველთვის ყურადღებით ეკიდება.

„ვნახე განცხადება. მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიას ეს პროექტი ჩვენ გადავუგზავნეთ. სწორედ ჩემი ხელმოწერით და ჩემი ინიციატივით იყო გადაგზავნილი. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო სასესიო დღის ჩათვლით, ველოდით ვენეციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნას. მათ გვითხრეს ასევე წინასწარ, რომ მხოლოდ ოქტომბრის შეხვედრაზე შეძლებდა ვენეციის კომისია ამ დასკვნის და რეკომენდაციების დამტკიცებას, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით. მოგეხსენებათ, ჯერ არ არის ეს დასკვნა მზად, ჯერ არ გადმოგზავნილა ჩვენთან. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებს. სიმართლე და ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართული სასამართლო დღეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ის არის ევროპის 20 საუკეთესო სასამართლო სისტემას შორის და ეს გახდა შესაძლებელი იმ რეფორმების შედეგად, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემაში განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები