არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ოპონენტებისა და “ნაცმოძრაობის” ტაქტიკაა ის, რომ ისინი შეტევაზე გადადიან იქ, სადაც ყველაზე მეტი ბრალი მიუძღვით

“ჩვენი ოპონენტებისა და “ნაცმოძრაობის” ტაქტიკაა ის, რომ ისინი შეტევაზე გადადიან იქ, სადაც ყველაზე მეტი ბრალი მიუძღვით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ფონდ „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გადაცემის საკითხზე განაცხადა, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

თალაკვაძის თქმით, ოპონენტებმა რეკრეაციული, საზოგადოებრივი, სპორტული სივრცეები, სადაც ბავშვებს უნდა ეთამაშათ, სადაც ხანდაზმულებს უნდა დაესვენათ, კერძო პირებს მიჰყიდეს.

“სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, რომლებმაც რეკრეაციული, საზოგადოებრივი, სპორტული სივრცეები, სადაც ბავშვებს უნდა ეთამაშათ, სადაც ხანდაზმულებს უნდა დაესვენათ კერძო პირებს მიჰყიდეს, გაასხვისეს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი გამოისყიდა, ეს არ არის პირველი მაგალითი და საზოგადოებას დაუბრუნა. ჩვენი ოპონენტებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკაა ის, რომ ისინი შეტევაზე გადადიან იქ, სადაც ყველაზე მეტი ბრალი მიუძღვით”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები