სავაჭრო პალატამ მეწარმეებისთვის FIDIC -ის პრაქტიკული ტრეინინგი გამართა
სავაჭრო პალატამ მეწარმეებისთვის FIDIC -ის პრაქტიკული ტრეინინგი გამართა.
პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრენინგის პროცესში მსმენელებმა ისეთი საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, როგორიცაა: FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები და ძირითადი განსხვავებები წიგნებს შორის, ინჟინრის როლი ხელშეკრულებაში, სამუშაოების შეჩერება და მისი სამართლებრივი შედეგები.
ასევე, გამოსწორების შეტყობინებასთან (Notice to Correct) დაკავშირებული საკითხები, ხელშეკრულების შეწყვეტა, საჩივრები, დავის გადაწყვეტის მექანიზმები და სხვა.
სესია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ტრეინინგს სავაჭრო პალატის მოწვეული ექსპერტი, სალომე წურწუმია უძღვებოდა, რომელსაც სამშენებლო დარგში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, მათ შორის, FIDIC-ის ტიპის სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმების, მიმდინარეობისა და დასრულების კუთხით.