ავიასექტორს შემოსავლები შეუმცირდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს 81.2 მილიონი ლარის ნაცვლად 34.2 მილიონის შემოსავალს მიიღებს. შემოსავლის 42%-იანი კლება პანდემიას უკავშირდება.

პანდემიამ აზარალა “საქაერონავიგაციაც”. აქ ფრენების 89%-იანი ვარდნა ფიქსირდება, რის გამოც კომპანიის შემოსვალი, ფაქტობრივად, ნულამდეა დასული. შარშან “საქაერონავიგაციას” 76.1 მლნ ლარის ბრუნვა ჰქონდა. ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად „საქაერონავიგაციას“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 10 მილიონი ევროს სესხი გამოუყო.

შეგახსენებთ, ,,საქაერონავიგაცია,, არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია, რომლის მიზანია თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას – ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახლავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები