ვარშავის პოლიციის კომენდანტმა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც პოლონეთში უცხო ადამიანი თავდამსხმელისგან იხსნა, მადლობა გადაუხადა
ვარშავის პოლიციის კომენდანტმა პოლონეთში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს მის მიერ გამოჩენილი სამოქალაქო გამბედაობისთვის მადლობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო აქვეყნებს.
საელჩოს ცნობით, ნუკრი დავითაშვილმა რამდენიმე დღის წინ სრულიად უცხო ახალგაზრდა ადამიანი აგრესიული თავდამსხმელებისგან იხსნა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ილია დარჩიაშვილი და პოლიციის ატაშე, გიორგი გამსახურდია.