ირანმა თურქეთთან საჰაერო სივრცე ჩაკეტა

ირანმა თურქეთთან საჰაერო სივრცე, რამდენიმედღიანი გახსნის შემდეგ, ისევ ჩაკეტა.

ინფორმაციას ირანული სააგენტო Mehr ავრცელებს.

“ორ ქვეყანას შორის საჰაერო სივრცე გაურკვეველი ვადით იკეტება და ამის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა”, – განაცხადეს ირანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში.

ნებადართულია მხოლოდ ის რეისები, რომლებიც მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ.

ირანი კორონავირუსის მეორე ტალღაში იმყოფება. ყოველდღიურად ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების ფაქტები იზრდება.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 470 ათასამდე ინფიცირებული გამოვლინდა, 22 ათასამდე გარდაიცვალა; თურქეთში კი, 323 ათასი დადასტურებული შემთხვევა და 8,4 ათასამდე გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები